სოციალური საწარმო „ ფარშევანგი“

სოციალური საწარმო  ,,ფარშევანგი“  დაარსდა 2012 წლის დეკემბერში. ამჟამად საწარმოში 11 სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია დასაქმებული. საწარმო  ქ.ქუთაისში  ფუნქციონირებს,ხოლო პროდუქცია იყიდება მთელი საქართველოს  მასშტაბით.

ქვილინგის ტექნიკით მისალოცი ბარათების დამზადების იდეა საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებს ეკუთვნით. პირველად მოსწავლეებმა მათ მიერ დამზადებული ხელთნაკეთი  ბარათების გაყიდვით შემოსული თანხებით დახმარება გაუწიეს  ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს. მოგვიანებით, მოსწავლეებს სურვილი გაუჩნდათ დღის ცენტრის მომსახურეობაში ჩართული თავიანთი თანატოლებისათვის ასეთი ბარათების დამზადება ესწავლებინათ. ბავშვები ხალისით ჩაერთვნენ პროცესში.

გაჩნდა იდეა ამ ბარათების კომერციული დატვირთვის მიცემისაც. მისალოცი ბარათები სწრაფად გახდა პოპულარული. ჩვენმა გუნდმა გამოიყენა შესაძლებლობა და შექმნა  საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  შშმ ბავშვთა დღის ცენტრთან მჭიდროდ ითანამშრომლებდა და ხელთნაკეთ პერსონალურ მისალოც ბარათებს  და მოსაწვევებს დაამზადებდა. ჩვენი აზრით ეს ერთ - ერთი ეფექტური გზა იყო შშმ პირების დასაქმებისათვის, ამიტომაც წარმოების პროცესში  ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი პირები ჩავრთეთ.

,ფარშევანგის\'  პროდუქცია იყიდება სუპერმარკეტებში და წიგნების მაღაზიებში. ჩვენ აგრეთვე გვყავს კორპორატიული კლიენტები: მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ბანკები, საელჩოები და მუნიციპალიტეტები.

ვინაიდან საქართველოს არ აქვს ბარათების მოხმარების მაღალი კულტურა გაყიდვის პროცესი ამ ეტაპზე ნელა მიმდინარეობს. ასევე ფარშევანგს სახელმწიფოსგან  მხარდაჭერა არ გააჩნია.

ორგანიზაცია გეგმავს გააფართოვოს ბიზნესი და პოტენციურ კლიენტებს მისცეს ინფორმაციული წვდომის შესაძლებლობა თუ რატომ არის მნიშვნელოვანი დაეხმარონ სოციალურად დაუცველ და შშმ პირებს.