სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა

გეოგრაფიული არეალი: საქართველო

განხორციელების პერიოდი: 2017– 20120

დონორი: ევროკავშირი

სამიზნე ჯგუფი: სამოქალაქო სექტორი

მიზანი:  

ევროკავშირის ახალი პროექტი -„სამოქალაქო  საზოგადოების  განვითარების ინიციატივა“ ემსახურება  საქართველოში  სამოქალაქო  საზოგადოების  გარემოს  გაუმჯობესებას.

ჩვენი ინიციატივა მიზნად ისახავს:

  • სამოქალაქოსაზოგადოების დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებას, მათ შორის სახელმწიფო  ფონდებისა  და  კერძო  სექტორის  გააქტიურებით,  მოხალისეობის ინსტიტუტის ხელშეწყობითა და საგადასახადო გარემოს გაუმჯობესებით;
  • სამოქალაქოსაზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდას, რათა მათ უკეთ დაიცვან მოქალაქეთა პოლიტიკური, ეკონომიკური,   სოციალური და კულტურული უფლებები და ინტერესები;
  • სამოქალაქოსაზოგადოების ორგანიზაციების თანამშრომლობის გაძლიერებას  ხელისუფლებასთან,   მედიასთან და ბიზნეს სექტორთან;
  • სამოქალაქოსაზოგადოების ერთობლივი ინიციატივების ხელშეწყობას საჯარო პოლიტიკის სფეროში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას.

2020 წლის ბოლომდე ინიციატივის ფარგლებში განხორციელდება 110-ზე  მეტი  სხვადასხვა  სახის  ღონისძიება  და  გაიცემა  80-მდე  გრანტი,  რითაც  ისარგებლებს  სამოქალაქო საზოგადოების სულ მცირე 5000 წარმომადგენელი  მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოებისინსიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (KEDEC) თანამშრომლობით.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის  და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.