სამოქალაქო საზოგადოების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა

მიზნობრივი ჯგუფი: მოსწავლეები, პედაგოგები.

დონორი: აშშ  საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)

პროექტის მიზანი: სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხის გაუმჯობესება, ახალგაზრდების დახმარება ცოდნის ამაღლებაში და მათი მონაწილეობის გააქტიურება დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.

პროექტის ფარგლებში: შეიქმნა საინფორმაციო ბიულეტენი „თათი“, რომელიც აშუქებს მასალებს იმერეთის რეგიონის მასშტაბით სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სიახლეების, სამოქალაქო კლუბების საქმიანობის, აქტიური მოსწავლეების და პედაგოგების შესახებ. დაფუძნდა ჟურნალისტური სახელოსნო, სადაც გაწევრიანებულია 20 მოსწავლე სამიზნე სკოლებიდან. ჟურნალისტური სახელოსნოს წევრებს ჩაუტარდათ ლექციები და მასტერ-კლასები ჟურნალისტური უნარ-ჩვევების, სტატიების მომზადების და ინტერვიუს აღების მეთოდების შესახებ.