გამოყენებითი ხელოვნების ცენტრები

მიზნობრივი ჯგუფი: ნიჭიერი ახალგაზრდები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან

მხარდამჭერები: World Vision გერმანია, ბანკი "რესპუბლიკა" ჯგუფი "სოსიე ჯენელალი"

პროექტის მიზანი: სოციალურად დაუცველი ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათი შესაძლებლობების და უნარების განვითარება და წარმოჩენა.

პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა გამოყენებითი ხელოვნების ცენტრი, სადაც გაწევრიანდა 21 ახალგაზრდა. 10 თვიანი კურსის მეშვეობით ახალგაზრდები დაეუფლენ ბატიკის, თექის, გობელინის, თიხაზე მუშაობის და ტიხრული მინანქრის ხელოვნებას.