მკითხველთა კლუბი

ტექნოლოგიების სწრაფი ტემპით განვითარებამ,ინფორმაციული თუ შემეცნებითი ვებ-გვერდების დიდმა არჩევანმა  და მზა მედია-პროდუქტების (მხატვრული, ლიტერატურული, საინფორმაციო, მეცნიერული.) მრავალფეროვნებამ, ოცდამეერთე საუკუნის ბავშვს გონებრივი განვითარებისა და ცოდნა-ინფორმაციის მიღების  წარმოუდგენელი შესაძლებლობები შეუქმნა. თუმცა, დღევანდელობის ყველა ამ პრივილეგიამ ბავშვი (და არამარტო ბავშვი) დააშორა ინფორმაციისა და შემეცნების მთავარ წყაროს, წიგნს! ნელ-ნელა მოხდა ჩანაცვლება და შესაბამისად კითხვისა და წაკითხულის გაგება-გააზრების, წიგნთან მუშაობის,წიგნის  კითხვით გონების ვარჯიშის, გამართული მეტყველებისა და ინტელექტუალური წინსვლის უნარ-ჩვევების განუვითარებლობა-დაბლოკვა და რაც მთავარია, ამ პროცესით   მიღებული სიამოვნების  სურვილის დაკარგვა.

,,წიგნისა და კითხვის მოყვარულთა კლუბი“  ემსახურება  ჩვენს ირგვლივ არსებული  მრავალფეროვანი ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და წიგნის,ერთობლივად გამოყენების უნარ-ჩვევეის განვითარებას.

კლუბში გამოიყენება სპეციალურად შექმნილი პროგრამა,რომელიც შედგენიალია ბავშვის ასაკობრივი განვითარებისა და თავისებურებების გათვალისწინებით.  ფუნქციონირებს სამი ასაკობრივი დონე: 6–7, 8-9 და 10-12, 13 – 14.

კლუბში ბავშვები შეძლებენ:

  • სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრის ტექსტების მოსმენა, წაკითხვა და საკუთარი ემოციებისა და აზრის გამოხატვას
  • მოსმენილი ან წაკითხული მხატვრული ნაწარმოების დაკავშირებას პირად გამოცდილებასთან;
  • ტექსტის ეპიზოდების ერთმანეთთან დაკავშირებასა და მთავარი თემის განსაზღვრას;
  • გმირის საქციელის შეფასებას;
  • საკუთარი ინტერესების მიხედვით საკითხავი ლიტერატურის შერჩევას;
  • მხატვრული ტექსტების შექმნას;
  • სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების მრავალმხრივ გააზრება-გაანალიზებასა და შეფასებას;
  • ტექსტების ინტერპრეტირება;
  • ტექსტების შედარებით ანალიზს;
  • თხრობას;
  • მსჯელობას;
  • სხვადასხვა სახის ტექსტების შედგენა-შეთხზვას;
  • ზეპირ გამოსვლა/პრეზენტაციას;
  • გამომხატველობით კითხვას;
  • დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას;
  • მაღალ და ჩუმ კითხვას;
  • ეპიზოდების თხრობას;
  • შინაარსის ვრცლად და მოკლედ გადმოცემას;
  • შინაარსის გადმოცემას საკვანძო სიტყვებზე დაყრდნობით.