ახალგაზრდების სამოქალაქო ინკლუზიის პარტნიორობა

მიზნობრივი ჯგუფი: ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების 20 წევრი, ქუთაისში მცხოვრები 16– დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები

მხარდამჭერი: მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობა საქართველოში

პროექტის მიზანი: ქუთაისის მასშტაბით ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა სექტორებს შორის კოორდინაციის და ინფორმაციის გაცვლის სისტემის გაუმჯობესება, ქუთაისში მომუშავე ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შესაძლებლობების გაზრდა ადვოკატირების, ლობირების და აქტიური კამპანიების წარმართვის საკითხებში.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა ქუთაისში მომუშავე ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების კვლევა, რომლის შედეგადაც შერჩეული იქნა 10 არასამთავრობო პარტნიორი ორგანიზაცია და გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავდა პროექტის განხორციელების განმავლობაში თანამშრომლობას მისი უწყვეტობის და მდგრადობის მიზნით.