ახალგაზრდების სოციალურ – ეკონომიკური უფლებების დაცვა და განხორციელება

გეოგრაფიული არეალი: იმერეთი, კახეთი.

მხარდამჭერი: ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო"

მიზნობრივი ჯგუფი: შვილობილობიდან გამოსული ბავშვები, მცირე საოჯახო ტიპის სახლის მზრუნველობიდან გასული ახალგაზრდები, შვილობილობაში მყოფი ბავშვები და მათი მომვლელები, სოციალური მუშაკები, ბავშვთა აღმზრდელები მშვილობელი ოჯახებიდან, ბავშვთა აღმზრდელები მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან. 

პროექტის მიზნები: ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის შუალედური შედეგების კვლევა, შედეგების დამუშავება, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, ეფექტური სახელმწოფო პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა, საინიციატივო ჯგუფის ჩამოყალიბება ადვოკატირების პროცესისათვის.

პროექტის ფარგლებში წარმოჩენილი იქნა, როგორც უკვე დაფიქსირებული ასევე ახალი პრობლემატიკა, რომელიც კვლევის პროცესების შედეგად იქნა გამოვლენილი.