ახალგაზრდები უკეთესი მმართველობის მშენებლობისთვის

მიზნობრივი ჯგუფი: ქუთაისში მცხოვრები 16-დან 25 წლამდე 50 ახალგაზრდა

დონორი: ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო"

გეოგრაფიული არეალი: ქუთაისი

პროექტის მიზანი: ახალგაზრდებში თავიანთი უფლებების და აქტიური მოქალაქეობის შესახებ ცოდნის ამაღლება და უნარ-ჩვევების განვითარება, აგრეთვე, მათ აქტიურ მონაწილეობაზე დაფუძნებული მდგრადი მოდელის დანერგვა, რომელიც რეგიონალურ დონეზე უზრუნველყოფდა ახალგაზრდული საჭიროებების მუდმივ შესწავლას, მათზე დაყრდნობით ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებას და განხორციელების მონიტორინგს.

პროექტის ფარგლებში  ქუთაისში მცხოვრებმა 50– მა ახალგაზრდამ გაიარა ტრენინგი  ადამიანის უფლებების, აქტიური მოქალაქეობის, სამოქალაქო ინტერესების დაცვის, კოალიციების შექმნის, მოხალისეობის, პროექტის წერის და მართვის, ფონდების მოძიების საკითხებზე. გადამზადებული ახალგაზრდების შემადგენლობით ჩამოყალიბდა სათათბირო, რომელსაც გააჩნია საკონსულტაციო-სარეკომენდაციო დანიშნულება ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის