ახალგაზრდების სამოქალაქო განათლების და სათემო ჩართულობის პროექტი

მიზნობრივი ჯგუფი: საჯარო სკოლის მოსწავლეები

მხარდამჭერები: World Vision - საქართველოს, World Vision - რუმინეთის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)

პროექტის მიზანი: საჯარო სკოლის მოსწავლეების სამოქალაქო ცნობიერების და სათემო ჩართულობის გაზრდის გზით საქართველოსა და რუმინეთში მოქალაქეების მიმართ მთავრობის ანგარიშვალდებულების დონის გაუმჯობესება.

პროექტის ფარგლებში პროექტის მონაწილე 220-მა ბენეფიციარმა გაიარა „მოქალაქის ხმისა და ქმედების“ (CitizenVoice&Action – CV&A) მეთოდოლოგიის გამოყენებით ორგანიზებული ტრენინგები ადამიანის უფლებების საკითხებზე. ქუთაისში შეიქმნა ორი ახალგაზრდული საბჭო, მე- 17 საჯარო სკოლის და ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ბაზაზე. ახალგაზრდული საბჭოების 20-მა წევრმა მონაწილეობა მიიღო დაბა ბაკურიანში ორგანიზებულ სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკში. ახალგაზრდული საბჭოების დირექტორები გაემგზავრნენ რუმინეთში და გაეცვნენ თავიანთი თანატოლების გამოცდილებას მოხალისეობის, ადვოკატირების კამპანიების და სათემო პროექტების განხორციელების კუთხით, შეხვდნენ რუმინეთის განათლების სამინისტროს და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.