ქუთაისში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების დასაქმების და თვითდასაქმების პროექტი

მიზნობრივი კგუფი: იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდები.

დონორ(ებ)ი: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი

პარტნიორ(ებ)ი:

პროექტის მიზანი: მეწარმეთა მონაწილეობითი როლის ამაღლებას აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების დასაქმებისა და თვითდასაქმების პროცესში.

პროექტის ფარგლებში: 17-დან 30 წლამდე 236 იძულებით გადაადგილებულმა პირმა აიმაღლა კვალიფიკაცია თანამედროვე შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიულ უნარებში. მათ გაიარეს ტრენინგები კომპიუტერის მოხმარების, მცირე ბიზნესის მართვის და სამსახურის ძიების საკითხებზე. იმერეთის რეგიონში მოქმედმა 100-მა მეწარმემ ტრენინგ კურსების და კვალიფიციური კონსულტაციების საშუალებით აიმაღლა ცოდნა ადამიანური რესურსების მართვის გამჭვირვალე და ეფექტური სისტემების დანერგვის მეთოდებზე. მუდმივ სამუშაოზე დასაქმდა 29 ახალგაზრდა, 7-მა წამოიწყო საკუთარი ბიზნესი. შეიქმნა მეწარმეთა ქსელი, რომელიც ემსახურება ახალგაზრდების დასაქმებასთან დაკავშირებულ ერთობლივი მიდგომების და პოლიტიკის შემუშავებას.