ინტენსიური ტრენინგ–კურსი სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელთათვის

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, ევროკავშირის პროექტის ,შშმ პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება' ფარგლებში სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებისათვის ინტენსიურ ტრენინგ კურსს მართავს.
შეგახსენებთ, რომ შშმ პირთა განათლების და დასაქმების პროექტს, როგორც წარმატებულ მოდელს რამდენიმე თვეში სახელმწიფო გადაიბარებს. 4 დღის განმავლობაში აუდიტორებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ იმ სპეციფიკებს, რომლებიც დამსაქმებლებთან და სამუშაოს მაძიებლებთან სამუშაო პროცესების ეფექტურად წარმართვაში შეუწყობთ ხელს და შრომის ბაზრის გამოწვევების დაძლევაში დაეხმარებათ.
პროექტი ,შშმ პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება' ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ, თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან და ოტავა 98– თან პარტნიორობით.
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი.